primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენი ოპონენტები თავს ესხმიან ეკლესიას, პატრიარქს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.09.2021
  • 17:00
ჩვენი ოპონენტები თავს ესხმიან ეკლესიას, პატრიარქს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი... არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა.

„ერთ წრეზე ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. აი სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართოს, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მშვიდობა გვქონდეს და რაც მთავარია, ქვეყანა გავაერთიანოთ. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც ჩვენი, ჩვენს მიერ დროებით დაკარგულ აფხაზეთში და ოსეთში უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი... არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს. აქ გვესწრებიან სასულიერო პირები და მე მინდა, მათდამი პატივისცემა დავადასტურო კიდევ ერთხელ. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ინსტიტუტებს - ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში პრაქტიკულად გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა. იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი - სწორედ ამას ემსახურება მიზანმიმართული, პროპაგანდისტული მუშაობა. ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს. პირდაპირ უნდა ითქვას ასე, ასეც არის, რომ მუდმივად, ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში, მოსახლეობას მანამდე აჩვენებდნენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge