png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ქვეყნის გაერთიანება - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.09.2021
  • 20:36
ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ქვეყნის გაერთიანება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა გავიარეთ, ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა ოჯახმა - „ქართულმა ოცნებამ“ გამოიარა და ჩვენს ქვეყანას მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა განვითარება მოიტანა ყველა მიმართულებით, ყველა სექტორში არის ხელშესახები პროგრესი და წინსვლა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, სოფლის მეურნეობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, თუ ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ის საქმეები, რაც ჩვენმა დიდმა გუნდმა განახორციელა, ხელშესახები და კონკრეტულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი საქმე, გაათმაგებული ტემპებით მუშაობაა საჭირო ახლა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა, უმუშევრობა და სიღარიბე რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ჩვენ ბოლო წლებში 7 გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით მხოლოდ ჩვენი გუნდი არ არის გამარჯვებული, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაა გამარჯვებული. ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, მანამ, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რადგან ჩვენს შიდა სიტუაციას ძალიან კარგად აკვირდება როგორც მტერი, ასევე ჩვენი მოყვარე, ასევე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. აკვირდებიან, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ეს მართლაც უნიკალური, გამორჩეული პერიოდი, ვგულისხმობ მშვიდობიან, სტაბილურ პერიოდს, იყოს შენარჩუნებული, განმტკიცებული, გამყარებული და კიდევ მეტი შედეგი დავდოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან დიდი ყურადღებით და ფრთხილად არჩევს მერობის კანდიდატებს, ვინაიდან მერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მოსახლეობას და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ კონცენტრირებული, ადგილზე მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge