png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთი, შესაძლოა, ესტონეთს თავს დაესხას - თავდაცვის ძალების მეთაური

  • მსოფლიო
  • 11.09.2021
  • 17:45
რუსეთი, შესაძლოა, ესტონეთს თავს დაესხას - თავდაცვის ძალების მეთაური

რუსეთი, შესაძლოა, ესტონეთს თავს დაესხას უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა ტელეარხ ETV-ს ეთერში.

 „საუბარია იმაზე, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, რომ ის შესაძლოა, თავს დაესხას ესტონეთს. მაგრამ როდის? წელს? მომავალ წელს? სამ წელიწადში? უნდა გვესმოდეს, რომ ეს, შესაძლოა, მოხდეს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჰერემმა.

ჰერემის ვერსიით, შესაძლოა, საუბარი იყოს სამხედრო ძალების დროში შეზღუდულ შეჭრაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნება ჰიბრიდული ომის ელემენტები.

თავდაცვის ძალების მეთაური ამტკიცებს, რომ მოსკოვის მიზანია ბალტიის რეგიონში არასტაბილურობის კერა შექმნას. მისივე თქმით, ტალინი, რაც შეიძლება კარგად  უნდა მოემზადოს მსგავსი სცენარისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას ჰერემის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთან ფართომასშტაბიანი ომი არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

 „ეს რუსეთის უდიდესი შეცდომა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ აღარ იარსებებს რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის სამეზობლო.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ Telegram-ზე დაწერა, რომ „ზელენსკის განცხადებები სულ უფრო და უფრო შორდება რეალობას“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge