png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

  • საზოგადოება
  • 14.09.2021
  • 11:38
 საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა. 

 

 ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality - გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი  ავტორები კი  მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან.

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს. 

გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge