png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ფანჯშირში თალიბებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს - BBC

  • მსოფლიო
  • 14.09.2021
  • 12:47
ფანჯშირში თალიბებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს - BBC

BBC -ის ინფორმაციით, ავღანეთის ფანჯშირის პროვინციაში თალიბები მშვიდობიან მცხოვრებელბს ხოცავენ. BBC -მ შეძლო კადრების მოპოვება, სადაც მოქალაქეების მკვლელობებია ასახული. როგორც BBC -ის გამოძიებით დადგინდა, ცნობილი გახდა დანაშაულის 20-მდე ფაქტი.

ფანჯშირის ხეობაში, თალიბების მიერ სხვა რეგიონების დაკავების შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობა აჰმად მასუდის მეთაურობით ბრძოლას არ წყვეტდა. ფანჯშირის ხეობისთვის ბრძოლა სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ თალიბებმა განაცხადეს, რომ ხეობაზე კონტროლი დაამყარეს.

BBC-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, მამაკაცი, რომლიც შეიარაღებული პირების ალყაშია მოქცეული. ისმის სროლის ხმა და მამაკაცი მიწაზე ეცემა. 

„თალიბანის“ სისასტიკეს ემსხვერპლა მაღაზიის მფლობელი აბდულ სამიც. ადგილობრივი წყაროს ინფრომაციით, ის გაქცევას არ აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ თალიბების ხელში საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ახალი რეჟიმის ძალებმა აბდული დააპატიმრეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი ცხედარი მისივე სახლთან დატოვეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სხეულზე აბდულს წამების კვალი ეტყობოდა.

ქაბულის ხელში ჩაგდების შემდეგ „თალიბანმა“ პირობა დადო, რომ ძველ მტრებზე შურს არ იძებდა, თუმცა ავღანეთიდან ახალ-ახალი ცნობები მოდის, თალიბანის მხრიდან იმ პირების დევნის შესახებ, რომლებიც ყოფილ მთავრობასთან თანმშრომლობდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი პატრიცია გროსმანი ამბობს, რომ „თალიბანის“ საველე მეთაურები, შესაძლოა, არ ემორჩილებოდნენ ცენტრის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას და თვითმებურად მოქმედებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ თალიბები მოსახლეობას მოუწოდებენ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ, მშვიდობიანო მცხოვრებლები ფანჯშირის ხეობას ყოველდღე ტოვებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge