primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

არჩევნები დამთავრდება და ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს საკადრისი პასუხი გაეცემა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.09.2021
  • 14:32
არჩევნები დამთავრდება და ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს საკადრისი პასუხი გაეცემა - ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენ იხილეთ კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა ხომ?! იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური ხელწერა.

"ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით და რაც მთავარია კიდევ - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტისთვის გადაცემით. კოდორის ხეობის, ცხინვალის რეგიონის, ჩვენი ძირძველი სოფლების გადაცემით ოკუპანტისთვის. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით და ეს მან ღიად თქვა - ქვების გროვა არისო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა, ეს ხომ არის თანამონაწილეობა აი ამ დიდ ღალატში და დიდ შეთქმულებაში. მესმის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყოს განაწყენებული, პროტესტი გააჩნდეს, ბუნებრივია, იმიტომ რომ გასაჭირია ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, აღიდგინა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი შეცდომებით, ბუნებრივია და შეცდომა ყველას მოგვდის - ყველა მმართველს, ყველა ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს, ამ ხარვეზებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. რაც მთავარია, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება - ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასეთი კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს და ამყოფებენ ამ ომის, ამ ტერორის პირობებში ბოლო ცხრა წელის განმავლობაში და მანამდე გახსოვთ როგორი მოჩვენებითი, ილუზიური რეალობა იყო ჩვენს ქვეყანაში. მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს. ამიტომ მეგობრებო ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge