უკრაინა, ისრაელის მსგავსად, მოქნილ სამხედრო სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს - დმიტრი კულება
- მსოფლიო
- 14.09.2021
- 16:07
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ამბობს, რომ კიევს დასაველთის დაპირებების აღარ სჯერა.
„ქვეყანამ მიიღო რამდენიმე მწარე გაკვეთილი იმაზე, რომ დასავლეთის დაპირებები, არ შესრულდება. ჩვენ არ გვჯერა დაპირებების“ , - განაცხადა კულებამ ბრიტანულ გამოცემა The Independent-თან ინტერვიუში.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა, ისრაელის მსგავსად, მოქნილ სამხედრო სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს. „გარემოებები არჩევანს არ გვიტოვებს. ჯარი, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი - აი, რა გვჭირდება, იმისთვის, რომ გადავრჩეთ“, - განაცხადა კულებამ.