png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ივანიშვილს აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.09.2021
  • 18:12
ივანიშვილს აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილს აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვის დროს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახლა დროა, გაერთიანდეს ყველა და გადაარჩინოს ქვეყანა, ქართული ტრადიციული ფასეულობები.

"მოსმენებს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი, ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან. მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით არ გამოუვიდა. მოწმე ვარ, ყოველთვის აღიზიანებდა ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. აქედან წარმოდგა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება.

იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ივანიშვილი აგრძელებს იმას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა ეკეთებინათო, მინდა, შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები. თუ ვიღაც ნაძირალა ცალკე რაღაცას აკეთებდა, არ ვიცი და დასასჯელი იყო, რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. მაგრამ ვინმეს გაუგია, რომ მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორები და ახლა არის რეალობა, რადგან ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად. ქვეყანაში ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, ქვეყნიდან გარბოდეს ხალხი და ყველაფერი მხოლოდ მას დარჩეს. ერთადერთი გზაა, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გვერდზე გადადოს ყველა განსხვავება, ყველა პირადი შუღლი, დაპირისპირება და ერთად შეცვალოს სიტუაცია, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, გადარჩენის რეჟიმში ვართ და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge