png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გენერალი მარკ მილი შიშობდა, რომ ტრამპი ჩინეთზე ბირთვულ თავდასხმას განახორციელებდა, რის გამოც ფარულად უსაფრთხოების ზომები მიიღო

  • მსოფლიო
  • 15.09.2021
  • 14:28
გენერალი მარკ მილი შიშობდა, რომ ტრამპი ჩინეთზე ბირთვულ თავდასხმას განახორციელებდა, რის გამოც ფარულად უსაფრთხოების ზომები მიიღო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი შიშობდა, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა და ფარულად მიიღო უსაფრთხოების ზომები. ამის შესახებ ამერიკული მედია გამომძიებელი ჟურნალისტების ბობ ვუდვორტისა და რობერტ კოსტის წიგნზე „საფრთხე“ დაყრდნობით წერს. აღნიშნული წიგნი გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა.

წიგნის მიხედვით, მილი, ტრამპის გვერდის ავლით, უკავშირდებოდა ჩინელ კოლეგას და თავის მეთაურებს ავალებდა არ შეესრულებინათ ტრამპის ბრძანება ჩინეთისთვის ბირთვული დარტყმის შესახებ, თუ ასეთი ბრძანება იქნებოდა. პირველად მილი დაუკავშირდა ჩინელ გენერალს ლი ზუოცენს 2020 წლის 30 ოქტომბერს - პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და უთხრა: „გენერალო ლი, გარწმუნებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია სტაბილურია და ყველაფერი რიგზე იქნება. ჩვენ არ დაგესხმებით თავს და თქვენს წინააღმდეგ არ ჩავატარებთ რაიმე სამხედრო ოპერაციას“.

ორი თვის შემდეგ, მას მერე, რაც ტრამპის მომხრეებმა იანვრის დასაწყისში შტურმი მიიტანეს აშშ-ის კონგრესის შენობაზე, მილიმ კვლავ დაურეკა ლის და დარწმუნებით უთხრა: „ასი პროცენტით სტაბილურები ვართ და ყველაფერი კარგადაა“. ჩინეთის დასამაშვიდებლად, მილიმ ამერიკელი სამხედროების სწავლებაც კი გადადო. ამასთან, მან თავის მეთაურებს დაავალა, არ შეესრულებინათ ტრამპის ბრძანებები ბირთვული დარტყმის შესახებ, მასთან კონსულტაციის გარეშე, ასევე, ექს-პრეზიდენტის ირაციონალური მოქმედებების აღსაკვეთად ეთათბირებოდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებს.

წიგნის „საფრთხე“ ავტორები ასევე ფლობენ მარკ მილისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმიდან ორი დღის შემდეგ შედგა. „იცით, რომ ის გიჟია. მან ვერ შეძლო კაპიტოლიუმის შტურმისგან დაცვა, ვინ იცის კიდევ რისი ჩადენა შეუძლია“, - თქვა პელოსიმ, რაზეც მილიმ უპასუხა, რომ პელოსის ყველფერში ეთანხმება.

პენტაგონმა კომენტარზე უარი თქვა. წიგნი „საფრთხე“ გაყიდვაში 21 სექტემბერს გამოვა.  

ამასთან, დონალდ ტრამპი 14 სექტემბერს გამოვიდა განცხადებით, სადაც მკაცრად გააკრიტიკა მილი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ქაოსურად გაყვანის გამო. „ვვარაუდობ, რომ მას ბრალს დასდებენ სახელმწიფო ღალატში, ვინაიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩინელ კოლეგასთან პრეზიდენტის ზურგს უკან“, - თქვა ტრამპმა.

ამავე დროს, ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო მტკიცებულება ჩინეთისთვის დარტყმის მიყენების შესაძლო გეგმაზე. ტრამპმა, რომელსაც ციტირებს გამოცემა The Hill-ი, განაცხადა, რომ წიგნი „შეთხზულია სუსტი და არაეფექტიანი გენერლის მიერ სხვა ორ ავტორთან ერთად, რომლებსაც მე ინტერვიუზე უარი ვუთხარი, რადგან ისინი წერენ გამოგონილ ამბებს და არ ფაქტებს“. მისი თქმით, მას „არასდროს უფიქრია ჩინეთზე თავდასხმაზე და ჩინეთმა ეს იცის“.

 „ადამიანები, რომლებმაც ამ ისტორიის ფაბრიკაცია მოახდინეს, ავადმყოფები და შეშლილები არიან, ასეთივეა ის ხალხიც, ვინც მას ბეჭდავს“, - დასძინა ტრამპმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge