png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„შეუწყდეს გოგი თოფაძეს დეპუტატის უფლებამოსილება!“ - დეპუტატის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება

  • საზოგადოება
  • 05.02.2016
  • 15:13
„შეუწყდეს გოგი თოფაძეს დეპუტატის უფლებამოსილება!“ - დეპუტატის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება

გოგი თოფაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ხელმოწერები გროვდება. ა.ო მზის შვილები და საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ დავით უსუფაშვილს პეტიციას უგზავნიან

„შეუწყდეს გოგი თოფაძეს დეპუტატის უფლებამოსილება!“

„ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში, ადრე თუ გვიან, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით, რომ საქართველო, დასაბამიდან, ტოლერანტული ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა ვუწყით, რომ ამ ქვეყანაში უზენაესი კანონი კონსტიტუციაა!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, აღმასრულებელიც, როგორც კონსტიტუციაშია წერია, ხალხის სამსახურში იყოს და ხალხის დაკვეთას ასრულებდეს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, გვინდა, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მართვაში ჩვენც ვმონაწილეობდეთ და, მინიმუმ, ის მაინც შეგვეძლოს, რომ ხელისუფალნი გვისმენდნენ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ჩვენს უფლებებს სწორედ ისინი არ არღვევდნენ, ვინც უნდა გვიცავდნენ!
სწორედ ამიტომ, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის წევრს, ფრაქცია „მრეწველობა - ქართული ოცნების“ თვამჯდომარეს, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული დისკრმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებში!
ბატონი გოგისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერება პრეცედენტი და დასამახსოვრებელი მაგალითი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ქვეყნის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო წევრებისთვის, ასევე, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც თავიანთ გამოთქმებითა და განცხადებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს, მათ შორის, შშმ პირების უფლებებს!
ბატონებო, თუკი ჩვევის დონეზე მაინც დავიმახსოვრეთ, რომ მაგალითად, ავტომანქანაში ღვედის გაკეთება აუციელებელია, თორემ დავჯარიმდებით, დროა, ჩვევის დონეზე ისიც დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის დისკრიმინაცია, მინიმუმ, ცუდი საქციელია!
სწორედ ამიტომაც, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ვითხოვთ, რომ გოგი თოფაძეს შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება!
ჩვენ ბევრნი ვართ!
ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს ღირსება და თავსუფლება!
ჩვენ ვიწყებთ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ყველა ჩინოვნიკს ვაიძულებთ, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები!“

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge