primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას „გამათავისუფლებელი კამპანია“ უწოდა

  • მსოფლიო
  • 17.09.2021
  • 22:44
რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას „გამათავისუფლებელი კამპანია“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას „გამათავისუფლებელი  კამპანია“ უწოდა. უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ წითელი არმიის შესვლის შემდეგ „გათავისუფლდა დასავლეთ ბელარუსი და დასავლეთ უკრაინა, რომელიც ოკუპირებული იყო პოლონეთის მიერ 1920-21 წლებში, უკრაინელი და ბელარუსი ხალხი კი წითელ არმიას ხვდებოდა, როგორც ნამდვილ განმათავისუფლებლებს“.

ვიდეორგოლში ამტკიცებენ, რომ შეჭრა აუცილებელი იყო, ვინაიდან 1939 წლის 17 სექტემბრისთვის პოლონეთის მთავრობა რუმინეთში გაიქცა.“პოლონეთმა ფაქტობრივად, შეწყვიტა არსებობა, როგორც სახელმწიფომ“, და მოსკოვს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ ჰიტლერს დაეპყრო ამ ქვეყნის მთელი ტერიტორია, რადგან „ეს გააუარესებდა საბჭოთა კავშირის პოზიციებს დასავლეთის მიმართულებით“.

 „გამათავისუფლებელი კამპანია“                             

„1939 წლის 17 სექტემბერს წითელმა არმიამ დაიწყო გამათავისუფლებელი კამპანია პოლონეთის ტერიტორიაზე. საბჭოთა ჯარები კერზონის ხაზზე გავიდნენ და ვერმახტს მინსკთან მისვლის საშუალება არ მისცეს. დასავლეთ ბელარუსისა და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა საბჭოთა ჯარისკაცებს სიხარულით ხვდებოდა“, - ნათქვამის რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოს მინაწერში.

ვიდეოს ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კამპანიის დაწყებამდე საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანიის ფონზე „პოლონეთს არაერთხელ შესთავაზა ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმების გაფორმება“, თუმცა ამის ნაცვლად „გამოხატავდა ნაცისტების აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც შეესაბამებოდა მის ექსპანსიურ გეგმებსაც“.

საბჭოთა კავშირმა წითელი არმიის კამპანიის შემდეგ თავის შემადგენლობაში მოაქცია ტერიტორეიბი (შემდეგ გახდა ბელარუსის დასავლეთ ოლქი და უკრაინის სსრ). ეს ტერიტორიები პოლონეთს შეურთდა 1919-21 წლებში საბჭოთა კავშირი-პოლონეთის ომის შემდეგ. პოლონეთისადმი ამ ტერიტორიების კუთვნილება დაფიქსირებულია რიგის სამშვიდობო შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლონეთმა, რსფსრ-მა და უკრაინის სსრ-მ.

საიდუმლო პროტოკოლი

პოლონეთში სსრკ-ს შეჭრას წინ უსწრებდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის  თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა. მას დართული ჰქონდა საიდუმლო პროტოკოლი, სადაც მხარეები თანხმდებოდნენ აღმოსავლეთ ევროპაში ინტერსების სფეროების გაყოფაზე, მათ შორის „პოლონეთში შემავალი ოლქების ტერიტორიულ-პოლიტიკური გადაწყობის შემთხვევაში.

შედეგად პოლონეთის ომამდელი ტერიტორია გაიყვეს საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ, დაახლოებით პროტოკოლში აღნიშნული საზღვრების შესაბამისად.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge