ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება
- ეკონომიკა
- 05.02.2016
- 15:48
სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 200 000 ლარად შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა.
სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.
სამედიცინო ცენტრში განთავსდება:
- არანაკლებ 18 საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილება;
- არანაკლებ 6 საწოლიანი კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
- არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
- ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 საწოლზე გათვლილი განყოფილება;
- ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18 საწოლიანი განყოფილება;
- მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
- ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200