png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

  • პოლიტიკა
  • 21.09.2021
  • 10:30
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ-იორკში იმყოფება.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება.

„წლევანდელი სესია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გასულ წელს გენერალური ასამბლეის სესია ფაქტობრივად ონლაინ-ფორმატში, სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების ვიდეომიმართვებით ჩატარდა. წელს კი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს მიეცათ სესიაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის სესიის მთავარი არსი და მისი შემდგომი მიმდინარეობაც მიეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი დაწყება ყველაფრისა, რაც გაჩერებული იყო პანდემიის გამო და უკეთესად იმის აშენება, რასაც აქამდე მდგრადი განვითარების მიზნები და 2030-ის ამოცანები ითვალისწინებდა. საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ბუნებრივია, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძირითადი გამოსვლა. მანამდე პრემიერი მონაწილეობს რამდენიმე მრავალმხრივ შეხვედრაში, სადაც იგი სპეციალურად არის მიწვეული, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კოლეგასა და სახელმწიფოების მეთაურებთან“, - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge