png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლის საქმის მესამე ფიგურანტს ეძებს

  • მსოფლიო
  • 21.09.2021
  • 18:21
ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლის საქმის მესამე ფიგურანტს ეძებს

ბრიტანეთის პოლიციამ შეტყობინება გაუგზავნა ინტერპოლს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილის შესახებ. ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მოახდინა იდენტიფიცირება და ბრალი წაუყენა სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ფიგურანტს.

ბრიტანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, მესამე ფიგურანტი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი დენის სერგეევია, რომელიც დიდ ბრიტანეთში სერგეი ფედოტოვის სახელით ჩავიდა. მას სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობასა და პოლიციელ ნიკ ბეილის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, ასევე ქიმიური იარაღის შენახვსა და გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს, რამაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონი ნივთიერება “ნოვიჩოკის“ მეშვეობით სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.

ბრიტანეთის პროკურატურამ 5 სექტემბერს ბრალი წაუყენა რუსეთის ორ მოქალაქეს  - ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს, სკრიპალებსა და ბრიტანელ პოლიციელზე თავდასხმაში. ლონდონის განცხადებით, პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები არიან. მოსკოვი სოლსბერის ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge