png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ ვიწყებთ უწყვეტი დიპლომატიის ერას - ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 21.09.2021
  • 19:45
ჩვენ ვიწყებთ უწყვეტი დიპლომატიის ერას - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, ისე, როგორც არასდროს, რათა წინ აღუდგნენ გლობალურ გამოწვევებს.

 „ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში კონფლიქტის ოცწლიანი პერიოდი და ამით დავამთავრეთ უწყვეტი ომის ერა. ჩვენ ვიწყებთ ახალ ერას - უწყვეტი დიპლომატიის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს მრავალმხრივ ინსტიტუტებს საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პრობლემების.

თეთრი სახლის მეთაურმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართონ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ წინ აღუდგება ძლიერი სახელმწიფოების მცდელობებს, დომინირებდეს მასზე სუსტებზე.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომლებიც მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

მან თქვა, რომ აშშ-ს განზრახული აქვს მიაღწიოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას.

მისივე თქმით, აშშ კვლავ არ დაუშვებს ირანმა მიიღოს ბირთვული იარაღი.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერასა და ახლოაღმოსავლეთის პრობლემის გადაჭრაზე.  

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება ყველას, ვინც იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, კერძოდ, ახსენა სამხრეთ სუდანი, ჩეჩნეთი და მოლდოვა.

პრაზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს დამატებით ვალდებულებებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ იმუშავებს კონგრესთან ერთად, რათა გაორმაგდეს დახმარების საერთაშორისო პროგრამების დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელიც მიმართულია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისკენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge