png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ჩაიდინა დმანისში ივანიშვილის რეჟიმმა - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 22.09.2021
  • 16:37
მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ჩაიდინა დმანისში ივანიშვილის რეჟიმმა - ნიკა მელია

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და „გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ყველას“.

„ამ აქციის მთავარი მიზანი არის, არა უბრალოდ მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგავართ, და ჩვენ სიმართლეს დავიცავთ 2 ოქტომბერს ნებისმიერ ფასად, სიცოცხლის ფასადაც კი დავიცავთ ქვეყნის მომავალს, არამედ მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს, რა იკადრა ივანიშვილმა, კალაძემ, ღარიბაშვილმა, კობახიძემ მათივე სუს-ის ზონდერებითა და აგენტების მეშვეობით. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ისევე როგორც უკვე გაიგეს, რომ ამ ქვეყანაში ელჩებს უსმენენ, იბარებენ საქართველოს ელჩებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში, შესაბამის უწყებებში, ასევე გაიგებს მთელი მსოფლიო, რა ჩაიდინა დმანისში ივანიშვილის რეჟიმმა.

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს არ არის პათეტიკა, ეს არ არის ის, რაც ყურს მიაჩვია მავანმა მავანს, რაც არ უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ათიათასობით ადამიანი, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე როგორც ზვავი აზვირთებული, მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ყველას. ამას იქით ფსკერიც აღარ არის უკვე, აღარაფერი აღარ არის, მორალური დაცემის მაგალითიც აღარ არის, უბრალოდ, ხალხმა დაინახა, რა არის რეჟიმი. თუ ვინმემ არ იცოდა რეჟიმის დეფინიცია, ბავშვმაც კი, ვისაც ცნობიერი ცხოვრება უკვე დაწყებული აქვს, აი, ბატონო, „ქართული ოცნება“ – ეს არის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge