რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს
- მსოფლიო
- 23.09.2021
- 12:07
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო ვერტმფრენმა ხაბაროვსკის მხარეში რადარებიდან გაუჩინარებული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан-26-ის ნამსხვრევები იპოვა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ჩანს თვითმფრინავი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რადგან სრულიად დამსხვრეულია.
მათივე განცხადებით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მახლობლად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 6 წევრი. თვითმფრინავი ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა.