png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 23.09.2021
  • 17:22
რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი - კობახიძე

მელია არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი. რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატთან, ნიაკ მელიასთან დაპირისპირებაზე.

ამასთან, კობახიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ სიტყვებისთვის, რომელიც მისგან მოისმინა.

"სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიაზაციას სრულიად შეგნებულად აღვივებს მათი ოფისის წინ. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისიერ ასეთ პროვოკაციას, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას" - თქვა კობახიძემ.

23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი მელიას - "ნაბიჭვარი".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge