png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

  • საზოგადოება
  • 24.09.2021
  • 14:15
თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

„გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა.  

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

თეგეტა მოტორსისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა, ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია.  წლების განმავლობაში კომპანია  განსხვავებულ CSR პროექტებშია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს - გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.

როგორც, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული ამბობს,  – „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა თეგეტა მოტორსისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის  მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა“.

თეგეტა მოტორსი წელს „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია - „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ჰოლდინგური კომპანია 26-წლიანი გამოცდილებით უკვე 25 კომპანიას აერთიანებს. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge