png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის ჭაობში ჩათრევას ცდილობს და მას პასუხი 2 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გავცეთ - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 24.09.2021
  • 14:17
 ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის ჭაობში ჩათრევას ცდილობს და მას პასუხი 2 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გავცეთ - გიგა ბოკერია

"ივანიშვილი ყველა მის გარშემო მყოფის პირით ცდილობს მიგვაჩვიოს, რომ ყველაფერი მოსულა", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კობახიძის მიერ გახარიაზე გაკეთებულ განცხადებას

"სამარცხვინო ამბავია მთელი ქვეყნისთვის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს და ასეთი პოლიტიკური გუნდი იყო ხელისუფლებაში ყველა მხარეს, მათ შორის გახარიას ჩათვლით, რომელთათვის ასეთი რამ განხილვის საგანი ხდება და ამის უფლებას აძლევენ თავს. ეს ხალხი დღეს გვეუბნება, რომ გუშინ, როდესაც გახარიას სუპერ მინისტრად, მხსნელად და სუპერ მენეჯერად აცხადებდნენ, როდესაც ჩვენი საერთო სახსრები, ჩვენი გადახდილი გასახადებიდან ამოღებული ფული და ვალად აღებული ფული, დახარჯეს არა მოქალაქეების დაცვასა და ვაქცინაციაზე, არამედ გახარიას პიარსა და უტიფარ პროპაგანდაზე. ახლა, რადგან რაღაც მიზეზების გამო ეს ფრაქციები გაიყო, გვეუბნებიან, რომ გუშინ, როცა ამ კაცს გასაღებდით, როგორც მხსნელს, გატყუებდითო. გახარიაც ასევე იქცევა, იძახის ეგენი რომ არარაობები იყვნენ, ყოველთვის ვიცოდიო, მაგათი ქება ჩემთვის არაფერიაო. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ეს კაცი ყველა მის გარშემო მყოფის პირით ცდილობს მიგვაჩვიოს, რომ ყველაფერი მოსულა, საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკა არის ჭაობი, წუმპე, ყველა არის ამ წუმპეში და მოდი შევეგუოთ ამას, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს პასუხი 2 ოქტომბერს უნდა გავცეთ", - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და კონკრეტული პიროვნების ვინაობა იცის, ვინც მას პირველად ნარკოტიკული ნივთიერება გაასინჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge