ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობა გაუარესდა - ერდოღანი
- მსოფლიო
- 24.09.2021
- 18:41
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ამერიკის არც ერთი პრეზიდენტის დროს, ასეთ ცუდი სიტუაცია არ ყოფილა, როგორც დღეს ჯო ბაიდენის დროს არის. მის თქმით, აშშ-მა სირიაში ქურთულ დაჯგუფებებს სამხედრო მხარდაჭერა გაზარდა.
„როგროც ნატოს წევრ ქვეყნებს, თურქეთსა და აშშ-ს სულს სხვა ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ. აშშ-ის არც ერთი ლიდერის დეოს ასეთი (ცუდი) სიტუაცია არ ყოფილა. ვაშინგტოი რეგიონში სხვებზე მეტად უჭერს მხარს ტერორისტებს“, - უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
ანკარა არაერთგზის ადანაშაულებდა ვაშინგტონს სირიაში ქურთების თავდაცვის ძალების იარაღით მომარაგებაში. ანკარა სირიელ ქურთებს თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიასთნ კავშირში სდებს ბრალს.