png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 25.09.2021
  • 10:23
პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე - ზალკალიანი

პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი, ფუნდამენტი  და ძირითადი მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიზაციას და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით.

„განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი, ფუნდამენტი  და ძირითადი მიმართულება და რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი და რომ ქვეყანა 2024 წელს აუცილებლად გააკეთებს იმ ამბიციურ განაცხადს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

პრემიერი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიზაციას, რომ საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით და რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ 6 არჩევნები ჩატარდა, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა მაღალი საერთაშორისო სტანდარტით, რაც იყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ მომავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან დაა მთელი მსოფლიო იხილავს ამას. მან მოუწოდა ყველას, რომ აუცილებლად მიიღონ ის დემოკრატიული არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ რამდენიმე დღეში გააკეთებს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გზა რეფორმების კუთხით და რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს შეუქცევადი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge