გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს
- მსოფლიო
- 26.09.2021
- 10:50
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8.00 საათზე გაიხსნა. exit poll-ის შედეგები უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდება.
არჩევნების შედეგადჩამოყალიბდება გერმანიის ახალი მთავრობა ახალი კანცლერის მეთაურობით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას პროგნოზირებენ. თუმცა კვლევების ნაწილი გამარჯვებას ქრისტიან-დემკრატებს უწინასწარმეტყველებს. ამავე პროგნოზებით, ვერც ერთი პარტია ახერხებს ხმათა 30 პროცენტის დაგროვებასაც კი, რაც გერმანიის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ამასთან, პროგნოზის თანახმად, ბუნდესტაგში წარმოდგენილი იქნება ექვსი პარტია.