აშშ-ში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაიღუპა 3 ადამიანი, 50-ზე მეტი დაშავდა
- მსოფლიო
- 26.09.2021
- 11:15
აშშ-ის მონტანას შტატში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
მატარებლის მფლობელი კომპანია Amtrak-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოპლინილის მახლობლად, მონტანას შტატში, მატარებელი დაახლოებით 16:00 სთ-ზე გადავიდა ლიანდაგიდან. ბორტზე იმყოფებოდა დაახლოებით 146 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი.
კომპანიის ცნობით, მატარებლის ათი ვაგონიდან შვიდი რელსებიდან გადავიდა.