პასუხისმგებლობა რაზე უნდა ავიღო, დავაშავე რამე? - ვახტანგ გომელაური ფარულ ჩანაწერებზე
- კომენტარები
- 27.09.2021
- 13:17
რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?" - უპასუხა ჟურნალისტების შეკიკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.
გომელაურის თქმით, ის, რომ სუს-ი ვინმეს უსმენს, "ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა".
"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, უკანონო იყო რაც გავრცელდა? დაელოდეთ და ნახავთ პასუხს. ნუ ხართ სულსწრაფები", - ამბობს გომელაური.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200