png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ასაცრელად თავისი ნებით კიდევ შეიძლება 150- 200 ათასი ადამიანი მოვიდეს, მეტი არა - ამირან გამყრელიძე

  • საზოგადოება
  • 28.09.2021
  • 17:44
ასაცრელად თავისი ნებით კიდევ შეიძლება 150- 200 ათასი ადამიანი მოვიდეს, მეტი არა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ასაცრელად თავისი ნებით კიდევ  დაახლოებით,150, მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი მივა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარადგინა პაკეტი, რომელიც, როგორც არაპირდაპირი, ასევე პირდაპირი მექანიზმებით გააქტიურებს აცრებს. გამყრელიძის აზრით, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება აცრების ინტენსიფიცირებას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მანდატორული მექანიზმებით. არსებობს პირდაპირი, როდესაც კანონით ავალებ და არსებობს ასევე არაპირდაპირი მექანიზმი, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული. დაახლოებით მილიონამდე ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, 760 ათასამდე არის ორჯერ აცრილი. ჩავთვალოთ, რომ მილიონი ადამიანი აცრილია ერთჯრედად. რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით, როგორც აქამდე მოდიოდნენ, არის დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, 150, მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი, მეტი არა. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge