ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- სამართალი
- 29.09.2021
- 09:40
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში, ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ორი ადამიანი სასწრაფო დახმარებას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200