კანარის კუნძულებზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია
- მსოფლიო
- 29.09.2021
- 11:17
ლავამ, რომელიც უკვე მეათე დღეა ესპანეთის კუნძულ პალმაზე (კანარის კუნძულები) იფრქვევა ოკეანემდე მიაღწია. იუწყება გაზეთი El Pais-ი.
გამოცემის ცნობით, ლავის შეხებისას ოკეანის წყალთან წარმოიქმნება ტოქსიკური შავი და თეთრი ფერის ღრუბლები. ორთქლი კი შესაძლოა, სასიკვდილოდ საშიში იყოს.
ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 19 სექტემბრს დაიწყო, განადგურდა 600 შენობა, მოხდა 6 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება. მსხვერპლისა და მძიმედ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ ვრცელდება.