გერმანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს გერმანია საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს, ყალბია
- პოლიტიკა
- 29.09.2021
- 19:20
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს, ყალბს უწოდებს.
„დღეს, როდესაც აქ [კიშინეუში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია,“ - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოდლოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200