png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - "ქართული ოცნება"

  • პოლიტიკა
  • 29.09.2021
  • 20:48
მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - "ქართული ოცნება"

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იყო თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია, - ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო.

„საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი“ და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში“ არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ ჭირდება.

ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge