png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.09.2021
  • 21:26
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებს, პრეზიდენტის როლს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორების შორის არსებულ პოლარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების როლს, არჩევნებში ქალების ჩართულობას და მათი გააქტიურების მნიშვნელობას.

"ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკლ გალერმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვება და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდად ჩატარდებას. საუბარი შეეხო ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტს და ევროკავშირთან ასოცირებისათვის განსახორციელებელი რეფორმების გასაგრძელების მნიშვნელობას. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სჯერათ ქვეყნის ევროპული გზის და ამ გაზე წარმატებებს უსურვებენ საქართველოს", - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ევროპარლამენტარები: მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩეჰი, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად ესწრებოდნენ.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, ისაუბრეს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია არჩევენების უფრო მეტად გამჭვირვალედ, კოვიდრეგულაციების დაცვითა და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის გაწეული ღონისძიენებისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის იგეგმება, ასევე იმ საპილოტე პროექტის თაობაზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. პრეზიდენტმა და ცესკოს თავმჯდომარემ  ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge