ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ. წადით ბიძია სახლში. ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა - გიგა ხუხაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე
- პოლიტიკა
- 01.10.2021
- 10:32
ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს, - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის უკვე საქართველოშია.
"მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს.
ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ...
გუშინ დილას გითხარით კიდეც.
წადით ბიძია სახლში...
ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა...", - წერს ხუხაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200