png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო - "რომივერია" გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 01.10.2021
  • 16:03
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო - "რომივერია" გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია "რომივერიას" პარტნიორობით თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა.

კომპანია "რომივერია" 2019 წელს დაარსდა. ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თანამედროვე სტანდარტების საცხობისა და ნახევარფაბრიკატების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.000.000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 750.000 ევროს, ხოლო საქართველოს ბანკის ფინანსური ჩართულობა - 250.000 ევროს აღწევს.

პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი. "რომივერია" მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, ისეთს როგორიცაა: მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

საწარმო "რომივერია"-ს პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.

"რომივერია" არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის, რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი. მოხარული ვართ, რომ ბანკთან პარტნიორობით ჩვენს მომხმარებელს გემრიელ სიახლეებს ახალი საწარმოს მეშვეობით შევთავაზებთ", - განაცხადა კომპანია "რომივერიას" დირექტორმა, გიორგი წარიამ.

"მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის ახალი საწარმოს მეშვეობით „რომივერია“ შეძლებს მომხმარებელს მაღალის ხარისხის პური და ნახევარფაბრიკატები შესთავაზოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, ბიზნესის მეტი ხელშეწყობა, წახალისება, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი და მათთან ერთად შევქმნათ მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება", - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციითვის, საწარმო "რომივერია"-ში ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCPის სისტემები. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge