png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საპატრიარქო შსს-ს მოქალაქე გიორგი ტატიშვილისათვის (მაცაცო) დაცვის გამოყოფას ითხოვს

  • საზოგადოება
  • 07.02.2016
  • 15:12
საპატრიარქო შსს-ს მოქალაქე გიორგი ტატიშვილისათვის (მაცაცო) დაცვის გამოყოფას ითხოვს

საპატრიარქო შსს-ს მოქალაქე გიორგი ტატიშვილისათვის დაცვის გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. 
იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.
მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მითუმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.
ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge