primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

„ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.10.2021
  • 17:50
„ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი - ღარიბაშვილი

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მონაცემებით. "ქართული პარტია" და კანდიდატები იმარჯვებენ უკლლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში.

„მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებს და მუნიციპალურ საკრებულოებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს დღე განსაზღვრავს ჩვენი, დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი.

არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს არის აუცილებელი პირობა ასევე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და შეიტანონ  წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში.

ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge