დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი - ილია მეორე
- პოლიტიკა
- 02.10.2021
- 19:32
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში არსებული საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეფუძნება.
"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200