png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვფიქრობდი, რომ მექნებოდა მეტი მხარდაჭერა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება - იოსებ ხახალეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.10.2021
  • 16:22
ვფიქრობდი, რომ მექნებოდა მეტი მხარდაჭერა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება - იოსებ ხახალეიშვილი

პარტია "ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

"არჩევნები იყო ძალიან რთული და საინტერესო გარემოში ჩატარდა, თუმცა ქუთაისმა აჩვენა ძალიან კარგი და გამორჩეული მაგალითი, მიუხედავად დაძაბულობისა, როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ჩვენს ქალაქში არცერთ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით ძალით მოტანილ თემებს.

არჩევნების შედეგი, რომელიც დადგა, ჩემთვის პირადად არ იყო მოსალოდნელი. ვფიქრობდი, რომ მექნებოდა მეტი მხარდაჭერა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება და თუ შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ გახარიას მომხრეები ჩვენგან გასული ადამიანები არიან და მე თავისუფლად შემეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა და მხოლოდ მერობისთვის და მერის პოზიციისთვის არ ვიბრძოდი. ეს არის ჩემი ქალაქის სიყვარული. ამიტომ მეორე ტურში ვეცდები დავამტკიცო, რომ ჩემი ქალაქის სიყვარული არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანისთვის მიცემული ხმების ასეთი რაოდენობა. ქუთაისში ჩვენს გუნდს საკრებულოში უკვე ჰყავს უმრავლესობა და ეს მიზანი უკვე მიღწეულია. ქვეყანაში რაც უმთავრესი გამოწვევა იყო -"ქართულმა ოცნებამ" მიიღო 43 %-ზე მეტი და ეს კითხის ნიშანიც მოხსნილია. არავითარი რეფერენდუმი. საქართველომ ნამდვილად გაიმარჯვა. მეორე ტურისთვის მექნება კიდევ უფრო საინტერესო საუბარი ქუთაისელებთან", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge