png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.10.2021
  • 17:32
დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში - ღარიბაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის, ვერ დააფიქსირა ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებასა და არეულობის შეტანას.

„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში.

მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დააინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენსთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატეები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

„რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მათი ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge