ვიცი, როგორი მენიუ მოგიმზადა საქართველოს ხელისუფლებამ - ჟირინოვსკი სააკაშვილის დაკავებას ირონიულად ეხმიანება
- პოლიტიკა
- 04.10.2021
- 13:31
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ირონიულად ეხმიანება და წერს, რომ „მას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა მოსოვში“ და რომ პარტია მის გასათავისუფლებად ყველანაირ ღონეს მიმართავს.
„მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში? ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მივიღებთ ზომებს შენს გასათავისუფლებლად. მანამდე კი გაუძელი, მიშა. ვიცი, როგორი მენიუ მოგიმზადა საქართველოს ხელისუფლებამ: დამპალი თევზის კუდების სუპი, კარტოფილის ნაფცქვენების პიურე და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფხვნილის კისელი,“ - წერს ჟირინოვსკი თავის Telegram არხზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200