პირს, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა
- სამართალი
- 04.10.2021
- 16:28
ელგუჯა ცომაიას, რომლის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. შსს მას დანაშაულის დაფარვას ედავება, თუმცა როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.
"შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება", - თქვა პროკურორმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200