png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • პოლიტიკა
  • 04.10.2021
  • 16:34
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რუსთავში კოლონით თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ და ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ.

შეკრებილების თქმით, მათი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა, ვინაიდან ის პოლიტიკური პატიმარია.

ნიკა მელიამ, რომელიც აქციაზე იმყოფება, თქვა, რომ სააკაშვილი მალე დატოვებს საპატიმროს და შეუერთდება ზეიმს, რომელსაც საქართველოს მოქალქეების გამარჯვების აღსანიშნავად გამართავენ.

“მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი მას ტელევიზორი აქვს თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ მისთვის პატივია იცოდეს რომ ჰყავს 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მას გულშემატკივრობს. შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ის მხარდამჭერი არ იყოს, მაგრამ მისი თავდადება და თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.

სააკაშვილი მალე გამოვა თუ ცოტა ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა, მე დარწმუნებული ვარ გამოვა მიხეილ სააკაშვილი და მონაწილეობას მიიღებს იმ ზეიმში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გავმართავთ. მე ვაპირებ გამარჯვებას როგორც კანდიდატი. თბილისიც უნდა მოვიგოთ, თელავიც, რუსთავიც, ზუგდიდიც, ფოთიც, სენაკიც. ეს ქალაქები უნდა მოვიგოთ, რომ სალაპარაკო აღარ ჰქონდეს ღარიბაშვილს და ივანიშვილს. ჩვენ ეს გავაკეთეთ და საქმე ბოლომდეა მისაყვანი”, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge