primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში კრიზისების მართვის ბრიტანული მოდელის პროექტი ამოქმედდა

  • პოლიტიკა
  • 08.02.2016
  • 12:42
 საქართველოში კრიზისების მართვის ბრიტანული მოდელის პროექტი ამოქმედდა

საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა- წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად  სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან  მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა  ბრიტანეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში  და  ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს   გაწეული დახმარებისთვის. მისი განმარტებით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და წარმატებით განხორციელდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, კრიზისებზე მყისიერი რეაგირება, ადეკვატური მართვა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების თემებიდან. ეს არის ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეები, რომელიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებას სჭირდება მეტი კოორდინაცია და სწორედ ეროვნული სიტუაციური ოთახი  არის ის ბრიტანული მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოში. იგი იძლევა საშუალებას სხვადასხვა უწყებებს შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტურობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე მადლობა გადაუხადა უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაწეული სამუშაოსთვის და  იმედი გამოთქვა, რომ  ბრიტანელი ექსპერტები დარჩებიან და ჩაერთვებიან პროექტის შემდგომ განხორციელებაში.

ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა, მისი მშენებლობა და და ტექნიკური აღჭურვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. ეროვნული სიტუაციური ოთახი–ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100–მდე თანამშრომელი განახორციელებს. ოთახი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ჯგუფად. კრიზისული ვითარების დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს  განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge