ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
- მსოფლიო
- 04.10.2021
- 20:24
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
მეცნიერებს პრემია ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის გადაეცათ.
„2021 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ერთობლივად გადაეცა დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.