primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სკანდალური დოკუმენტები ბაია გადაბაძემ გაასაჯაროვა

  • საზოგადოება
  • 08.02.2016
  • 13:08
სკანდალური დოკუმენტები ბაია გადაბაძემ გაასაჯაროვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა სკანდალური წერილები გაასაჯაროვა. როგორც გადაბაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია და მისივე განცხადებით, არაოფიციალურად მართავს ტელეკომპანია „იმედს“.

ერთ-ერთ წერილი, რომელიც 2015 წლის 29 მაისით თარიღდება, ირაკლი რუხაძემ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხევდით რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც ის 7.5 მილიონ დოლარს იხდიდა.

„მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს „მაესტროში“. გარიგების საგანია შემდეგი აქტივები - არა კომპანიის წილები, „მაესტროზე“, როგორც ბრენდზე უფლება, „მაესტროს“ ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, საავტორო უფლებები „მაესტროს“ მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე. „ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიაში შინაარსი, რაშიც იხდიდა ის ამ თანხას,“ - განმარტა ბაია გადაბაძემ.  

კიდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროვებს 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.

„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილონად იყიდეთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო.

წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge