„ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა
- მსოფლიო
- 05.10.2021
- 09:19
ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ამასთან, უმსხვილესი სოციალური ქსელის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა. ბლუმბერგის მილიარდერების სიაში მარკ ცუკერბერგმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა შეფერხებისთვის. ამის შესახებ მანდ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.
უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა. მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“, „მესენჯერის“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.