png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში ათასობით პედოფილი სასულიერო პირი მსახურობდა

  • მსოფლიო
  • 05.10.2021
  • 13:24
საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში ათასობით პედოფილი სასულიერო პირი მსახურობდა

საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში 1950 წლიდან მსახურობდა ათასობით პედოფილი მღვდელი, განაცხადა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვებების გამოძიების დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა ჟან-მარკ სოვემ.

კომისიის დეტალური ანგარიში სამშაბათს გამოქვეყნდება, თუმცა, მანამდე სოვემ გაზეთ Le Monde-ს ზოგიერთი დეტალი გაუზიარა.

მისი თქმით, კომისიამ გაარკვია, რომ საფრანგეთის 115 ათასი ყოფილი და ახლანდელი კათოლიკური სასულოერო პირი - 2900-3200 ადამიანი კავშირშია სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობასთან.

კომისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ეფუძნება ეკლესიის, სასამართლოსა და პოლიციის არქივებს, ასევე მსხვერპლთა აღიარებებს.

სექსუალარი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ინიცირებული იყო 2018 წელს საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მიერ სხვა ქვეყნებში ეკლესიებში გახმაურებული სკანდალების ფონზე. მაშინ გამომჟღავნდა ათასობით შემთხვევა კათოკოლური ეკლესიის სასულიერო პირების მიერ ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულის შესახებ მთელ მსოფლიოში - აშშ-დან ავსტრალიამდე.

სოვემ გაზეთ Le Monde-ს განუცხადა, რომ მისმა კომისიამ პროკურატურას გადასცა ძალადობის 22 შემთხვევის მტკიცებულება. ამ ძალადობის შემთხვევებზე ჯერ კიდევ შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

მისი თქმით, ეპისკოპოსებსა და ეკლესიის სხვა მაღალი რანგის მსახურებს ეცნობათ იმ სასულიერო პირების ბრალდებების შესახებ, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ექიმები, სოციოლოგები, ისტორიკოსები და თეოლოგები. ორწლინახევრიანი მუშაობის შედეგად, მათ გამოკითხეს 6 500-ზე მეტი მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე.

რომის კათოლიკური ეკლესიის გამოცემის The Table-ის თანამშრომლის კრისტოფერ ლემის თქმით, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ეკლესიაში გამოიწვია უდიდესი კრიზისი ბოლო 500 წლის განმავლობაში.

რომის პაპმა ფრანცისკემ შეცვალა საეკლესიო კანონმდებლობა და გაამკაცრა სასულიერო პირების პასუხისმგებლობა სექსუალური ძალადობისთვის.

ახალი წესებით, სექსუალური ძალადობა, არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება, საბავშვო პორნოგრაფიის შენახვა და სექსუალური დანაშაულების დაფარვა კანონიკური კანონის დარღვევად მიიჩნევა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge