png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 05.10.2021
  • 14:08
ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის იმისი გარანტია, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამოდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.

მისი შეფასებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება, არ სურს ძალადობა, რომელმაც უარი უთხრა სიცრუეს და ამ საზოგადოებას სურს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტად და დამატებით კიდევ ერთხელ გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი.

"ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების 47% ანუ გავიმეორეთ ის შედეგი, რომლიც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ" ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი არის შესაბამისად ძალიან ძლიერი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ის ექვსთვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოუცხდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყნას რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

"ამ არჩევნებით დადასტურდა ის, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა გაყალბებაზე საუბრისათვის. გაყალბებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ პივიტის ჭრილში ან იმ რიტორიკის ჭრილში, რომელიც ჰქონდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას. საპარლამენტო არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge