png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოსალოცი ვერ იქნება ისეთი არჩევნები, რომელიც ჩვენი მეგობრების მიერ შეფასდა, როგორც დრამატული უკანდახევა დემოკრატიული განვითარების კუთხით - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 05.10.2021
  • 15:40
მოსალოცი ვერ იქნება ისეთი არჩევნები, რომელიც ჩვენი მეგობრების მიერ შეფასდა, როგორც დრამატული უკანდახევა დემოკრატიული განვითარების კუთხით - ბადრი ჯაფარიძე

"ასე არ შეიძლება არჩევნების ჩატარება, ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს - მინდა ყველას, მათ შორის, თქვენც მოგიწოდოთ: არ დაუშვათ იმ ძალადობის და მოსყიდვის განმეორება, ჩვენ ყველა შემთხვევას ვამხელთ",- ასე შეაფასა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია, წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალი იყოს ძალადობისგან, სუსის ჩარევისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან.

"აქ სიამაყით იქნა აღნიშნული, რომ თურმე "ლელოს" მხარდამჭერების რიცხვმა დაიწია, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების რიცხვმა მოიმატა. ამომრჩევლების რიცხვის ასეთი გაზრდა ჩვენ არ გვჭირდება, როგორც თქვენ ამას აკეთებთ - მოსყიდვით, დაშინებით, ხელების გადაგრეხვით",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი დააყენა.

"თბილისის პროკურატურაში წარმომიდგინეს ფაილები, სადაც პირდაპირ არის აღწერილი ჩემი საუბარი ჩემს მეგობრებთან, სასულიერო პირებთან. არცერთ თქვენგანს ეს თემა არ გაინტერესებთ. როგორ შეიძლება, რომ როცა უკანონოდ უსმენენ კოლეგას, ეს არ გაინტერესებდეთ? ეს რომელი დემოკრატიაა? მინდა, კიდევ ერთხელ დავსვა საკითხი ამასთან დაკავშირებით - ვადასტურებ, რომ პროკურატურაში წარმოდგენილი ფაილები, რომლებიც ატვირთულ იქნა, ზუსტად ასახავს ჩემს საუბარს ჩემს მეგობრებთან, სასულიერო პირებთან, ასე რომ, მისმენდნენ უკანონოდ. მოვითხოვ თქვენგან მხარდაჭერას რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, სადაც უნდა მოვისმინოთ, რატომ მოხდა ეს, ვინ განახორციელა ეს ჩაწერები. გამოძიება რომ მიმდინარეობს, ეს პასუხი არ არის",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge