png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე - კახიშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.10.2021
  • 15:43
ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე - კახიშვილი

მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა კახა კახიშვილმა საშემდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება. წლების მანძილზე ეს იყო უკიდურესი, ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

"ნამდვილად არ მიხარია არავის ციხეში ყოფნა, მითუმეტეს ამ სისტემის მინისტრი ვიყავი, მაგრამ სხვაობა მინდა ნახოთ. როდესაც ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ. მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა რა სასამართლო განიხილავდა და რამდენ ბრალს დაუტოვებდნენ და რამდენ ბრალს არა, იმაზე ფიქრობდნენ ცოცხლები გამოვიდოდნენ იქიდან თუ არა. შეგნებულად ჩასვამდნენ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, რომ გადადებოდათ, თუ არ ჩასვამდნენ. დღეს როდესაც ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება. წლების მანძილზე ეს იყო უკიდურესი, ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს არის ჩვენი დამსახურება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც ამ სისტემის და ხელმძღვანელების დამსახურებაა იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად და დაკავება არ მომხდარა ღირსების შელახვის საფუძველზე. ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge