png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნათელია, რომ ეს არ იქნება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 06.10.2021
  • 09:57
ნათელია, რომ ეს არ იქნება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან - იენს სტოლტენბერგი

როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, ნატო-ში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ ნატო-ს და ამ ქვეყანას, მეტს არავის.

რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს. ეს არაა ის, რაშიც მე მსურს რომ ვიცხოვრო. დასავლეთში ისმის ხმები, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რუსეთის პროვოკაციას ვახდენთ, მაგრამ შემდეგ ისინი ამბობენ, რომ პატარა ქვეყნებს არ აქვთ არჩევანი. ნორვეგიაც პატარა ქვეყანაა და რუსეთის მეზობელი, მაგრამ ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრი ბრიტანეთის პრემიერის, პრეზიდენტ ტრუმენის და სხვა ლიდერების დამსახურებით, რომლებმაც თქვეს, რომ თუ ნორვეგიას სურს ნატო-ს წევრობა, მას შეუძლია გახდეს ნატო-ს წევრი. სტალინი ვერ გადაწყვეტს, ნორვეგია გახდება თუ არა ნატო-ს წევრი, ასე რომ, ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრი. შესაძლოა, მოვახდინეთ რუსეთის პროვოცირება, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბედნიერი ოჯახის ნაწილი ვართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია და „არც რუსეთის, არც არავის“.

„ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ასე რომ, მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია, არც რუსეთის, არც არავის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან. ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა ეს არ მოხდება ხვალ.

„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.

იმედი მაქვს, რომ მივალთ ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მომავალი სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ოპტიმისტური განწყობა შეიცვალა ნაწილობრივ 2008 წელს, როცა რუსეთი შევიდა საქართველოში და შემდეგ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიით.

მისი თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორი ურთიერთობა ახლა ალბათ „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge